—

პრემიერი - მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30%-იანი მატება გვაქვს, 2019 წელთან შედარებით ეს მოცულობა 88%-ით მეტია

27
პრემიერი - მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30%-იანი მატება გვაქვს, 2019 წელთან შედარებით ეს მოცულობა 88%-ით მეტია
მოსასმენად დააჭირეთ

მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30%-იანი მატება გვაქვს, რამაც 505 მილიონი დოლარი შეადგინა. პირველ 6 თვეში 1 მლრდ დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და თუ ამას შევადარებთ 2019…

მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30%-იანი მატება გვაქვს, რამაც 505 მილიონი დოლარი შეადგინა. პირველ 6 თვეში 1 მლრდ დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და თუ ამას შევადარებთ 2019 წელს, 88%-ით მეტია ეს მოცულობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თმით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად საქართველოში პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნების მიხედვით მეორე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა გაერთიანებული სამეფოდან და ძირითადი ინვესტიცია ევროპიდან არის შემოსული.

„შარშან ჩვენ გვქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზე იყო. ორ მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა შარშან. წელს ასევე ძალიან კარგად დავიწყეთ წელი. მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 30%-იანი მატება გვაქვს, რამაც 505 მილიონი დოლარი შეადგინა მეორე კვარტალში. ჯამურად, პირველ ექვს თვეში, იანვარ-ივნისში, 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და თუ ამას შევადარებთ 2019 წელს, 88%-ით მეტია ეს მოცულობა.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან გვახარებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აქ პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი ჩვენი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად. ინვესტორები დებენ ფულს საქართველოში. ენდობიან ამ გარემოს, რომელიც შექმნილია, ენდობიან სტაბილურობას, მდგრადობას და ზოგადად, პროგნოზირებადობას და ეს ძალიან სასიხარულოა. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს რადიკალურ ოპონენტებს შევახსენო და ყველას, ვინც სკეპტიკოსია - არაფერი არ იქნებოდა, არც ინვესტიციები, არც ეკონომიკური ზრდა, პირიქით, ვიქნებოდით მინუს 10 და უფრო მეტ პროცენტში, ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა მინუს 10%-იანი და პირიქით, გადინება მოხდებოდა კაპიტალის, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო აი ეს სამშობლო გაყიდული, არ მოვერიდები ამის თქმას, უპასუხისმგებლო აგენტები და სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ე.წ პოლიტიკოსები. ეს არის მთავარი სხვაობა. ჩვენ, რა თქმა უნდა ამას შევინარჩუნებთ. კიდევ უფრო მეტი ინტერესია ჩვენი, რომ კიდევ უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს, ეს გაამყარებს ჩვენს ეროვნულ ვალუტას. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ მეტი ინვესტიციები იდება ეკონომიკაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნების მიხედვით მეორე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა გაერთიანებული სამეფოდან. ევროპიდან არის შემოსული ძირითადი ინვესტიცია, ეს როგორც პირველ კვარტალში და ეს ძალიან გვახარებს, რომ შემოდის უცხოური კაპიტალი ქვეყანაში. ეს კიდევ და კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ სტაბილურობაა ქვეყანაში და ისინი ენდობიან ჩვენს მიერ შექმნილ კონკურენტულ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოს, რომელიც ჩვენ შევქმენით ბოლო 10 წელია ბიზნესისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →