—

მამუკა მდინარაძე - თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებით ჩვენ ვართ მოწინავეები, წარჩინებულები და რატომღაც ისე ხდება, რომ პროფესორი სტუდენტის კურსზე ჩატოვებას ცდილობს

24
მამუკა მდინარაძე - თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებით ჩვენ ვართ მოწინავეები, წარჩინებულები და რატომღაც ისე ხდება, რომ პროფესორი სტუდენტის კურსზე ჩატოვებას ცდილობს
მოსასმენად დააჭირეთ

თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებით ჩვენ ვართ მოწინავეები, წარჩინებულები და რატომღაც ისე ხდება, რომ პროფესორი სტუდენტის კურსზე ჩატოვებას ცდილობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა…

თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებით ჩვენ ვართ მოწინავეები, წარჩინებულები და რატომღაც ისე ხდება, რომ პროფესორი სტუდენტის კურსზე ჩატოვებას ცდილობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი და განცხადებები შეაფასა.

მდინარაძის თქმით, თუკი წლის ბოლოს საქართველოსთან დაკავშირებით არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საქმე გვექნება ხელისკვრასთან რუსეთის მიმართულებით.

„ჩემი გადასახედიდან, ჯოზეფ ბორელმა მკაცრად შეაფასა იმპიჩმენტის საკითხი. პოზიტიური გზავნილებიც იყო, მაგრამ იყო ნეგატიურიც. პირადად მე მენიშნა ერთი შედარება: როდესაც სტუდენტი პროფესორს აბრალებს თავის წარუმატებლობას. არ მგონია ჩვენი ევროპელი მეგობარი ქვეყნების დემოკრატიის ხარისხი ისე განსხვავდებოდეს, როგორც რომელიმე პროფესორის და სტუდენტის ცოდნა.

არის შემთხვევები, როდესაც პროფესორები სტუდენტებს არასამართლიანად უწერენ დაბალ ქულას. ხომ არ გვაქვს ასეთ მოვლენასთან საქმე, მითუმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც სტუდენტი სხვაზე გაცილებით წარჩინებულია, მომზადებულია, მაშინ რატომ იჩაგრება ის სხვასთან შედარებით?

თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებით ჩვენ ვართ მოწინავეები, წარჩინებულები და რატომღაც ისე ხდება, რომ პროფესორი სტუდენტის კურსზე ჩატოვებას ცდილობს.

თუკი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, მაშინ საქართველო უპირობოდ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. თუკი არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ საქმე გვექნება ხელისკვრასთან რუსეთის მიმართულებით. რუსეთს ეს ქვეყანა არ უნდა შეატოვო. თუ წარმატებულია, თუ კრიტერიუმებით პირველ ადგილზეა, თუ უფრო პოზიტიური რეფორმები აქვს, უფრო მაღალი დემოკრატიის ხარისხი აქვს, მაშინ როგორ შეიძლება საქართველოს მიტოვება?“,- განაცხადა მდინარაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →