—

ირაკლი ღარიბაშვილი - ბატონ ბორელს გადავეცი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - არ ვამბობთ, რომ იდეალურები ვართ, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი მთავრობა არაა იდეალური

36
ირაკლი ღარიბაშვილი - ბატონ ბორელს გადავეცი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - არ ვამბობთ, რომ იდეალურები ვართ, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი მთავრობა არაა იდეალური
მოსასმენად დააჭირეთ

ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს, ჩვენი ხელისუფლების პოზიცია გადავეცი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. არ ვამბობთ, რომ იდეალურები ვართ, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი მთავრობა არაა იდეალური…

ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს, ჩვენი ხელისუფლების პოზიცია გადავეცი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. არ ვამბობთ, რომ იდეალურები ვართ, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი მთავრობა არაა იდეალური,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, „ყველამ ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა თქვას, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცეს, რადგან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული და პოლიტიკური გადაწყვეტილება“.

„ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას. მე მას გადავეცი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ იდეალურები ვართ, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი მთავრობა არაა იდეალური. ეს მუდმივი პროცესია და მუდმივი ჩართულობაა საჭირო. 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი შესრულებულია. ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თქვენთან მუშაობა, თქვენს ოფისთან, ევროკომისიასთან. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, ასევე პრეზიდენტმაც, ოპოზიციამაც, ყველამ ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა თქვას, რომ საქართველოს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცეს. ვინაიდან, ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, მე ვიტყოდი, პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →