—

უცხოეთში ლეგალურად საქართველოს 62 598 მოქალაქე ცხოვრობს - ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართველია საკონსულო აღრიცხვაზე

31
უცხოეთში ლეგალურად საქართველოს 62 598 მოქალაქე ცხოვრობს - ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართველია საკონსულო აღრიცხვაზე
მოსასმენად დააჭირეთ

უცხოეთში საქართველოს 62 598 მოქალაქე ცხოვრობს ლეგალურად, ასეთია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის ლევან ბეჟაშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად მიწოდებული ინფორმაცია.

კერძოდ, უწყების მონაცემებით, ამ სტატისტიკიდან 1 501 არასრულწლოვანია. საიდანაც ყველაზე მეტი - საქართველოს 244 არასრულწლოვანი მოქალაქე შევდეთის სამეფოშია საკონსულო აღრიცხვაზე; 194 - ირლანდიაში; 166 - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში; 143-143 კი - ბელგიასა და საფრანგეთის რესპუბლიკაში.

რაც შეეხება, უცხოეთში ლეგალურად მცხოვრებ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, საგარეო უწყების ცნობით, მათი რაოდენობა 61 097-ია. აქედან ყველაზე მეტი - საქართველოს 8 398 სრულწლოვანი მოქალაქე საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე; 6 837 - აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 5 721 - სალონიკში; 4 486 - ნიუ-იორკში; 2 487 - ბარსელონაში და 2 281 საფრანგეთის რესპუბლიკაში.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →