—

მიხალ ბარანოვსკი - დარწმუნებული არ ვარ, რომ საქართველოში იოლი იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება - მთავრობა სათამაშო მოედნის თავის სასარგებლოდ გადახრას სწავლობს

26
მიხალ ბარანოვსკი - დარწმუნებული არ ვარ, რომ საქართველოში იოლი იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება - მთავრობა სათამაშო მოედნის თავის სასარგებლოდ გადახრას სწავლობს
მოსასმენად დააჭირეთ

ვფიქრობ, შეერთებული შტატების, ევროკავშირის, გლობალური დასავლეთის რეალურ ინტერესებშია, სათამაშო მოედანი მაქსიმალურად თანაბარი იყოს და შემდეგ სამართლიანი პოლიტიკური კონკურენცია უფრო თანაბარ კონკურენტებს შორის მოხდეს…

ვფიქრობ, შეერთებული შტატების, ევროკავშირის, გლობალური დასავლეთის რეალურ ინტერესებშია, სათამაშო მოედანი მაქსიმალურად თანაბარი იყოს და შემდეგ სამართლიანი პოლიტიკური კონკურენცია უფრო თანაბარ კონკურენტებს შორის მოხდეს , - ამის შესახებ "გერმანიის მარშალის ფონდის" ვარშავის წარმომადგენელმა, მიხალ ბარანოვსკიმ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - "პუტინიზმის დამარცხება!" - განაცხადა.

"დარწმუნებული არ ვარ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ოპოზიციისთვის იოლი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. თქვენ, ქართველებო, გვეუბნებით, ეს ჩვენი ბრძოლაა, დიახ, ასეა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უფრო ღრმა ნაბიჯის გადადგმა, რადგან თქვენს შემთხვევაში, თქვენი მთავრობა და ჩემს შემთხვევაში, პოლონეთის დღევანდელი ხელისუფლება, სათამაშო მოედნის თავის სასარგებლოდ გადახრას სწავლობს. ვფიქრობ, შეერთებული შტატების, ევროკავშირის, გლობალური დასავლეთის რეალურ ინტერესებშია იმის უზრუნველყოფა, რომ სათამაშო მოედანი მაქსიმალურად თანაბარი იყოს და შემდეგ სამართლიანი პოლიტიკური კონკურენცია მოხდეს უფრო თანაბარ კონკურენტებს შორის", - აღნიშნა მიხალ ბარანოვსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ არჩევნების დასრულებამდე მოხდეს საჯაროდ იმის მხილება, თუ რა ხდება.

"ვხედავ ერთ ასპექტს და დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოსთან მიმართებაშიც იქნება აქტუალური, რომ არ დაველოდოთ არჩევნების შემდეგ პერიოდს და მანამდე მოხდეს საჯარო მხილება რა ხდება და არა შემდეგ ვთქვათ, რომ ძალიან ცუდი იყო და არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი", - აღნიშნა მიხალ ბარანოვსკიმ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →