—

ჩოხატაურში, ენმ-ის წევრებზე თავდამსხმელებს ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე წარუდგინეს

25
ჩოხატაურში, ენმ-ის წევრებზე თავდამსხმელებს ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე წარუდგინეს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პროკურატურამ ჩოხატაურში, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 სექტემბერს, დაბა ჩოხატაურში, ბრალდებულებმა ჯგუფურად ძალადობა განახორციელეს. 

ოთხივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჩოხატაურში თავს ენმ-ის წევრებს დაესხნენ. თავდასხმა 3 სექტემბერს მოხდა. დავით მჟავანაძეს და პარტიის სხვა წარმომადგენლებს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკის გასხვისების საკითხს აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ. ენმ-ში აცხადებენ, რომ ძალადობა "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ორგანიზებულია და მასში სწორედ მასთან დაახლოებული პირები მონაწილეობდნენ.  

მომხდარის შედეგად, სხეულის დაზიანებები მიიღო მჟავანაძემ. ის გუშინ დაზარალებულად ცნეს. 

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →