—

რა შემიძლია ვთქვა პუტინის შესახებ? ის ბოროტების განსახიერებაა...რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, მისი დაშინება ძალიან ადვილია - მიხეილ სააკაშვილი

29
რა შემიძლია ვთქვა პუტინის შესახებ? ის ბოროტების განსახიერებაა...რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, მისი დაშინება ძალიან ადვილია - მიხეილ სააკაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

კონფერენციაზე სახელწოდებით, "პუტინიზმის დამარცხება" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვა წაიკითხეს. წერილში მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობის გამოცდილებას იხსენებს და აღნიშნავს, რომ პუტინიზმი უფრო…

კონფერენციაზე სახელწოდებით, "პუტინიზმის დამარცხება" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვა წაიკითხეს. წერილში მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობის გამოცდილებას იხსენებს და აღნიშნავს, რომ პუტინიზმი უფრო დიდი საფრთხეა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, ვიდრე თვითონ პუტინი:

"ეს კონფერენცია ცოტათი დაგვიანებით ტარდება. ის უნდა ჩატარებულიყო 2007 წელს ან 2013 წელს მაინც და მას უნდა რქმეოდა „როგორ შევაჩეროთ პუტინი“. სამწუხაროდ ადამიანები ყველაფერს ნელა ვსწავლობთ და სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს განვიხილავთ, როგორ დავამარცხოთ პუტინი. თუმცა, მართალია, პუტინი მართლაც საშიში და უსიამოვნო ფიგურაა, მისი პერსონის პრობლემა არაფერია იმ საფრთხეებთან შედარებით, რომელსაც პუტინიზმი უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას. 

მე 30-ჯერ მაინც შევხვედრივარ პუტინს და ამ შეხვედრების უმეტესობა პირისპირ გაიმართა. მე ვცდილობდი, რომ მასთან ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები დამემყარებინა, მაგრამ ამისთვის არასდროს გამიწირავს საკუთარი ქვეყნის ინტერესები. საბოლოოდ, 2008 წელს, მე წინააღმდეგობა გავუწიე მის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და ოდესის გუბერნატორობის დროსაც ვიბრძოდი მის წინააღმდეგ.

რა შემიძლია ვთქვა პუტინის შესახებ? ის ბოროტების განსახიერებაა, არასანდო, ორპირი, რომლისთვისაც ტყუილის თქმა ჩვეულებრივი რამ არის. ის ბოროტებას თვითრეალიზების საშუალებად მიიჩნევს, ხოლო თავმდაბლობას - ნაკლად, სისუსტის ნიშნად.

ამიტომ, მასთან ბრძოლისას მთავარია ვაჩვენოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ და არაფრის გვეშინია. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, მისი დაშინება ძალიან ადვილია, თუ სიმამაცეს დავუპირისპირებთ. მასთან ბრძოლისას უნდა იყოთ ნოვატორული, სპონტანური და არაპროგნოზირებადი, რადგან ასე ის ადვილად იბნევა, რადგან ამისთვის მზად არ არის. ხშირად შეახსენეთ მას, რომ ჰააგის სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა. მერწმუნეთ, ფიქრი იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს უკრაინაში და სხვაგან ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს, მას ძალიან აშინებს და ღამით ამას კოშმარულ სიზმრებში ხედავს.   

საქართველოში კი პუტინის დამარცხება შესაძლებელია, თუ აიძულებთ რუს ოლიგარქს, რომ მე გამათავისუფლოს. მე პუტინის პატიმარი ვარ და მისთვის ეს ნამდვილი ალიყური იქნება, თუ დაინახავს, როგორ დავდივარ თავისუფლად კიევისა და თბილისის ქუჩებში." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

თბილისში უკვე მეორე დღეა მაკკეინის ფონდის ორგანიზებული კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც ქართველი და უცხოელი მაღალი რანგის სტუმრები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას ბოიკოტი გამოუცხადა "ქართულმა ოცნებამ". 

 

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →