—

მიხეილ სააკაშვილი - დღესავით ნათელია, რომ პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთან დაკავშირებული წარმოდგენები ოლიგარქის დადგმული სპექტაკლია - საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება

31
მიხეილ სააკაშვილი - დღესავით ნათელია, რომ პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთან დაკავშირებული წარმოდგენები ოლიგარქის დადგმული სპექტაკლია - საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი საბოლოოდ გათავისუფლების მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება. ახლა მთავარია ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მეხუთე…

ჩვენი საბოლოოდ გათავისუფლების მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება. ახლა მთავარია ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისევროპაში ვიზიტსა და პარტნიორებთან შეხვედრას.

სააკაშვილი ზურაბიშვილის ევროპაში წასვლა-არწასვლის საკითხს, ამავდროულად, დადგმულ სპექტაკლს უწოდებს.

„ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები, რომელიც პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთანაა დაკავშირებული, არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი. ეს შულერის სვლებია, რომელიც მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, ისევე როგორც შემოდგომაზე ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ პროექტს პროდასავლური ხმების “გადასაქაჩად”, რომელიც ასევე იქნება ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საქართველოს საბოლოოდ დასამონებლად.

მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აღარაა 2012 წელი, ამომრჩეველმა დიდი გამოცდილება მიიღო და არ მოტყუვდება. თანაც, ჩვენი საბოლოოდ გათავისუფლების მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება. ახლა მთავარია ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე!“ - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისვიზიტი ევროპაში 31 აგვისტოს დაიწყო.ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ხვდება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →