—

მარნეულში "SOYDASH" ფორუმი გაიმართება

18
მარნეულში "SOYDASH" ფორუმი გაიმართება
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულში აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფორუმი და გამოფენა „სოიდაში“ საქართველო - 2023 გაიმართება.

მარნეულში აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფორუმი და გამოფენა „სოიდაში“ საქართველო - 2023 გაიმართება.

InterPress.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდული ინიციატივისა და განვითარების მხარდაჭერის საზოგადოებრივი გაერთიანების მიერ გამართულ ღონისძიებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები და სოციალური აქტივისტები შეიკრიბებიან.

ფორუმის არსზე ახალგაზრდული ინიციატივისა და განვითარების ხელშეწყობის საზოგადოებრივი გაერთიანებისა და დიასპორის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარემ თოგრულ ალაჰვერდილმა ისაუბრა.

მისი თქმით, თვლის, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ურთიერთობებს რეგიონული სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერის კუთხით.

თ.ალაჰვერდილის განცხადებით, დაგეგმილია დისკუსია ამ ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან საქართველოში აზერბაიჯანისა და თურქეთის ელჩების, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატების, ოფიციალური პირებისა და სხვა სტუმრების მონაწილეობით.

ორგანიზაციის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფორუმის მთავარი მიზანია გაერთიანდეს საქართველოში მცხოვრები და მომუშავე არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მედიის წარმომადგენლები, ასევე 100-ზე მეტი სტუმარი.

მისი თქმით, დიდი ლიდერის უნიკალური წვლილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძმურ ურთიერთობებში, სახელმწიფოებს შორის არსებული ურთიერთობების შეფასება, ახალგაზრდობისა და მედია ურთიერთობების განვითარების სტადიაზე გავლენის მოხდენა და სასაუბრო გარემოს შექმნა სამომავლო პერსპექტივებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ფორუმი, აზერბაიჯანის საზოგადოებრივი გაერთიანების „ახალგაზრდობის ინიციატივისა და განვითარების ხელშეწყობა“ ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო მხარდაჭერის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს და აზერბაიჯანის დიასპორის მხარდაჭერის ფონდის ოფიციალური პარტნიორობით 9 სექტემბერს, 13:00 საათზე საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრში გაიმართება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →