—

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებს

41
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებს
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადებები მან მოსოვში, რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ფიდანმა, რომლისთვისაც საგარეო საქმეთა მინისტრის როლში ეს პირველი ვიზიტია რუსეთში, ხაზი გაუსვა მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის მნიშვნელობას და თურქეთის მზაობა დაადასტურა ამ მხრივ ძალისხმევაში შეიტანოს წვლილი.

„გავაგრძელებთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე მუშაობას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისთვისა და მშვიდობისთვის“, - განაცხადა ფიდანმა.

მისი თქმით, გაერო-მ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე შეთავაზებების ახალი პაკეტი მოამზადა.

„ვთვლით, რომ ეს სათანადო ნიადაგს უზრუნველყოფს შეთანხმების აღსადგენად,” - განაცხადა ფიდანმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →