—

„სახელმწიფო ამბობს, რომ 2 წელი სჭირდებათ მხოლოდ თეორიული ნაწილის სწავლისთვის“ - რატომ ვერ იწყება ფრენა საქართველოსა და აშშ-ს შორის

32
„სახელმწიფო ამბობს, რომ 2 წელი სჭირდებათ მხოლოდ თეორიული ნაწილის სწავლისთვის“ - რატომ ვერ იწყება ფრენა საქართველოსა და აშშ-ს შორის
მოსასმენად დააჭირეთ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ელ­ჩო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, რომ აშშ-ს და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნოს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ელ­ჩო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, რომ აშშ-ს და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნოს.

დეგ­ნა­ნის თქმით, ამე­რი­კის სა­ელ­ჩო ცდი­ლობს ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამე­რი­კულ ბიზ­ნეს­წრე­ებ­თან და­ა­კავ­ში­როს, რა­შიც მისი გან­მარ­ტე­ბით, "წარ­მა­ტე­ბა აქვთ“. ელჩმა, ეს ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა. საკითხი კი, წლებია დღის წესრიგშია, თუმცა ხელშესახები შედეგები ამ დრომდე არ დამდგარა.

ამ გზაზე, ერთ-ერთი პირველი „ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი, გიორგი კოდუა იყო. ავიაკომპანია 2021 წლიდან ცდილობს ტრანსკონტინენტური რეისები თბილისიდან შეასრულოს, თუმცა, მისი თქმით, ყველა ეტაპზე შეფერხების მიზეზი ბიუროკრატია ხდებოდა.

ახლა კოდუა „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ პრობლემად კვლავ სახელმწიფოს ნება რჩება, აშშ-ს და აეროპორტების მხრიდან კი, მზაობა არსებობს.

„სამი ლიცენზიაა საჭირო, რომ თბილისიდან აშშ-ს მიმართულებით ფრენა განხორციელდეს. ერთი ლიცენზია სჭირდება ავიაკომპანიას აშშ-დან saa-ს ლიცენზია, რომლის აღებაც ჩემთვის პრობლემა არ არის. ამაში საქართველოში ამერიკის საელჩოც მეხმარება და ზუსტად 3-4 თვეა საჭირო. მეორე ლიცენზიაა - აეროპორტის, ამ შემთხვევაში tav-ისთვის, სპეციალური უსაფრთხოების ნორმების სტანდარტების ამაღლება, ამას სჭირდება ცალკე გეითი და სტანდარტების ამაღლება, აღჭურვა. აეროპორტების გაერთიანებაც და კერძო კომპანიაც ამისთვის მზაობას გამოთქვამენ. ამ მხრივ მე ძალიან მადლიერი ვარ, რადგან კარგად თანამშრომლობენ. მესამე სერტიფიკატი კი სჭირდება სახელმწიფოს, რათა ადმინისტრირება და კონტროლი განახორციელოს. ამ მხრივ აშშ-ს მხარე ამბობს, რომ გამოგზავნიან ინსტრუქტორს, რომელიც 6 თვეში გადაამზადებს და ასწავლის. სახელმწიფო კი ამბობს, რომ 2 წელი სჭირდებათ მხოლოდ თეორიული ნაწილის სწავლისთვის. არადა, ჩვენ ევროპულ სტანდარტს ისედაც ვახორციელებთ და დიდად არ განსხვავდება ამერიკულისგან. 6-თვიანი შეთავაზებული კურსი სრულად საკმარისი იქნება გადასამზადებლად.

სრულად პოლიტიკურ ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ამბობენ, რომ არ ჰყავთ შესაფერისი კადრები და ვერც აიყვანენ. მე ჩემის მხრივ ვმუშაობ, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ყველამ უნდა მოვითხოვოთ. არ მჯერა, რომ წიგნის კითხვა და თეორიული ნაწილის სწავლა პრობლემაა და ქართველი ინსტრუქტორები და მფრინავები ვერ ისწავლიან. პრაქტიკულ ნაწილში, აეროპორტი მზად არის 2 თვეში მოხდეს ყველა თანხის და აღჭურვილობის მობილიზება", - აცხადებს კოდუა „ბიზნესპრესნიუსთან".

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →