—

თბილისში გასაქირავებელი ბინების ფასი წლიურად 48%-ით გაიზარდა - „თიბისი კაპიტალი“

28
თბილისში გასაქირავებელი ბინების ფასი წლიურად 48%-ით გაიზარდა - „თიბისი კაპიტალი“
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისში გასაქირავებელი ბინების ფასი 48%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია “თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების კვლევაში.

თბილისში გასაქირავებელი ბინების ფასი 48%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია “თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების კვლევაში.

ამასთან, კვლევის მიხედვით, 2023 წლის ივლისში თბილისში 3,336 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია.

საშუალო გასაყიდი ფასი წინა თვესთან შედარებით ფაქტობრივად უცვლელი დარჩა და 1,164 დოლარი/კვ.მ შეადგინა, ხოლო წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა.

გასაქირავებელი ფასი 13.1 დოლარი/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც წინა თვესთან შედარებით 5%-ით, ხოლო 2022 წლის ივლისთან შედარებით 48%-ით მაღალია.

თვიურ ჭრილში, ტრანზაქციების შემცირების ფონზე, ბაზრის მოცულობამ ივნისთან შედარებით 9%-ით იკლო და $255 მილიონი შეადგინა. წლიურ ჭრილში კი 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია კვლევაში.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →