—

ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარებში გაეჩხიროს

26
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარებში გაეჩხიროს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსული პარტია ომს აბრალებს ამერიკას, დასავლეთს, ევროპას. ხალხი კარგად არჩევს - მშვიდობა, უსაფრთხოება არის ევროკავშირში და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კარებში გაეჩხიროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის…

რუსული პარტია ომს აბრალებს ამერიკას, დასავლეთს, ევროპას. ხალხი კარგად არჩევს - მშვიდობა, უსაფრთხოება არის ევროკავშირში და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კარებში გაეჩხიროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ „მიმდინარეობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის კამპანია”.

მისი თქმით, „რუსული პარტია ახორციელებს საბოტაჟს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის“.

„ისინი აკეთებენ ყველაფერს, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, რომ ჩვენ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ისინი ომს აბრალებენ ამერიკას, ისინი ომს აბრალებენ დასავლეთს, ევროპას. ხალხი კარგად არჩევს - მშვიდობა, უსაფრთხოება არის ევროკავშირში და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კარებში გაეჩხიროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს არ უნდა მოახერხოს ივანიშვილმა და თუ დაგვჭირდა პოლიტიკური ფეხებიც უნდა მივამტვრიოთ იმ კარებში ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ პარტიას”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ipn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →