—

მედვედევი დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტებს მოსკოვში შეხვდა და რუსეთთან შეერთებაზე ესაუბრა

23
მედვედევი დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტებს მოსკოვში შეხვდა და რუსეთთან შეერთებაზე ესაუბრა
მოსასმენად დააჭირეთ

დიმიტრი მედვედევმა დეფაქტო ლიდერები მოსკოვში დაიბარა . რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტებს შეხვდა. შეხვედრა მოსკოვში…

დიმიტრი მედვედევმა დეფაქტო ლიდერები მოსკოვში დაიბარა. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტებს შეხვდა. შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, სადაც მედვედევმა რუსეთის მიერ ამ სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების მორიგი წლისთავის მოახლოებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მოიტანა.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხიც წამოწია, რასაც სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი დადებითად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხი რუსეთთან ინტეგრაციას მიესალმება.

თუმცა, აფხაზეთში განსხვავებული განწყობებია. გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმში გაიმართა 1992-93 წლების ომის ვეტერანებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელზეც ითქვა, რომ აფხაზეთისთვის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შეთავაზება შეურაცხმყოფელია.

მთავარი არხი

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →