—

ლევან ხაბეიშვილი - დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად სოხუმში აუცილებლად ავაშენებთ აეროპორტს, ყველაზე დიდ აეროპორტს, ამაში ვარ დარწმუნებული

25
ლევან ხაბეიშვილი - დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად სოხუმში აუცილებლად ავაშენებთ აეროპორტს, ყველაზე დიდ აეროპორტს, ამაში ვარ დარწმუნებული
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს ერთი რამ, უკრაინა დაამარცხებს პუტინის რუსეთს და საქართველო მშვიდობიანადაღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან…

საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს ერთი რამ, უკრაინა დაამარცხებს პუტინის რუსეთს და საქართველო მშვიდობიანადაღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აფხაზი ვეტერანების განცხადებას, რომლებმაც თქვეს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ალტერნატივა არ არსებობს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ მომავალში, სოხუმში პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ყველაზე დიდ აეროპორტს ააშენებს.

„საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს ერთი რამ - უკრაინა დაამარცხებს პუტინის რუსეთს და საქართველო მშვიდობიანად აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად სოხუმში აუცილებლად ავაშენებთ აეროპორტს, ყველაზე დიდ აეროპორტს და ამაში ვარ დარწმუნებული. რაც შეეხება მედვედევს, პუტინს და იმ ხალხს, რომელიც უკვე ევროპული ისტორიის წარსული იქნება უახლოეს მომავალში, დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი პერსპექტივა მათ ამ მიმართულებით არ აქვთ, თუმცა ვწუხვარ, რომ მედვედევის, პუტინის, ლავროვის გაგრძელებები ჯერ კიდევ არიან საქართველოს ხელისუფლებაში და მისი მიმდევრები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს იმ ადამიანებს, იმ ტერორისტებს, რომელსაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორია და ტერორისტულ საქმიანობას ეწევიან მათ შორის უკრაინაში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ipn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →