—

\"აშშ-მ უნდა გაითვალისწინოს, რომ ელჩმა საქართველოს რყევის გამომწვევი განცხადებები არ უნდა აკეთოს\" | ვოლსკი

35
\"აშშ-მ უნდა გაითვალისწინოს, რომ ელჩმა საქართველოს  რყევის გამომწვევი განცხადებები არ უნდა აკეთოს\" | ვოლსკი
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-მ უნდა გაითვალისწინოს, რომ ელჩმა საქართველოს რყევის გამომწვევი განცხადებები არ უნდა აკეთოს" , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი აცხადებს.

აშშ-მ უნდა გაითვალისწინოს, რომ ელჩმა საქართველოს  რყევის გამომწვევი განცხადებები არ უნდა აკეთოს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი აცხადებს. 

„ორმხრივ ურთიერთობებს არ უხდება მთელი რიგი განცხადებები, რომელიც აშშ- ის საელჩოდან და ელჩისგან მოდიოდა. ორმხრივი ურთიერთობები მრავალ ათეულ წელს ითვლის და საკმაოდ დინამიკურად ვითარდებოდა. ბოლო სამხედრო სწავლებებმაც გვიჩვენა, რომ ამერიკა-საქართველოს მეგობრობა პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით არის ურყევი. მე არ ვიჩემებ არავის გმირობას, მაგრამ საქართველომ არაერთი შვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაკარგა იმისათვის, რომ ამერიკელებთან ერთად მხარდამხარ დაპირდაპირებოდა საერთაშორისო ტერორიზმს და ორგანიზებულ დანაშაულს, ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს.

ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის აშშ-მაც, რომ საიმედო დასაყრდენია საქართველო მისთვის და ამ საიმედო დასაყრდენის რყევის გამომწვევი განცხადებები არ უნდა აკეთოს ელჩმა, რაც არაერთხელ გავიგონეთ ელჩი კელი დეგნანისგან. თუმცა, ეს არ არის წარმოუდგენელი ანომალიური მოვლენა ამერიკული დემოკრატიისთვის, თუნდაც, ასეთი სიტყვიერი პოლემიკა, ხანდახან მწვავეც არ წარმოადგენს იმის გამოხატულებას, თუ საით მიდის საქართველოს საგარეო კურსი ამ ხელისუფლების პირობებში”, - ამბობს ვოლსკი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →