—

თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი თითქმის 50%-ით გაიზარდა - კიდევ სად ყიდულობს საქართველო წამლებს

397
თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი თითქმის 50%-ით გაიზარდა - კიდევ სად ყიდულობს საქართველო წამლებს
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთიდან, საქართველოში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების, მედიკამენტების იმპორტი 2023 წლის იანვარ-ივლისში 48.2%-ით გაიზარდა.

2022 წლის 7 თვეში საქართველომ თურქეთისგან 37.7 მლნ აშშ დოლარის მედიკამენტები იყიდა,2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 78.2 მლნ აშშ დოლარის მედიკამენტები.

რაც შეეხება ზოგად მონაცემს, წელს მედიკამენტების იმპორტის მაჩვენებელიც გაზრდილია. გასულ წელს საქართველომ 234.3 მლნ აშშ დოლარის სამკურნალო საშუალებები იყიდა, მიმდინარე წელს კი, 307.7 მლნ აშშ დოლარის.

,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, კიდევ სად ყიდულობს საქართველო წამლებს. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 78.2 მლნ აშშ დოლარი
  • შვეიცარია - 39.2 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 32.2 მლნ აშშ დოლარი
  • უნგრეთი - 20.5 მლნ აშშ დოლარი
  • საფრანგეთი - 18.7 მლნ აშშ დოლარი
  • ინდოეთი - 11.6 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 11.3 მლნ აშშ დოლარი
  • სლოვენია - 10.5 მლნ აშშ დოლარი
  • ლიეტუვა (ლიტვა) - 7.5 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 7 მლნ აშშ დოლარი

შეგახსენებთ, თურქული ფარმაცევტული ბაზარი, საქართველოსთვის 2022 წლის იანვარში გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, შედეგად, მედიკამენტების ფასები 70-80%-ით გაიაფდა. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე ზოგავს.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →