—

პაატა იმნაძე - უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან კორონავირუსი ჩვენ გარშემო დადის, თუ არ დავიცავთ წესებს, არავინ ვიცით, სად და როდის იფეთქებს

108
პაატა იმნაძე - უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან კორონავირუსი ჩვენ გარშემო დადის, თუ არ დავიცავთ წესებს, არავინ ვიცით, სად და როდის იფეთქებს
მოსასმენად დააჭირეთ

დღევანდელი მონაცემები ასეთია, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან კორონავირუსი ჩვენს გარშემო დადის, თუ არ დავიცავთ წესებს, არავინ ვიცით სად და როდის იფეთქებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის…

დღევანდელი მონაცემები ასეთია, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან კორონავირუსი ჩვენს გარშემო დადის, თუ არ დავიცავთ წესებს, არავინ ვიცით სად და როდის იფეთქებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „ახალ დღეში“ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დღესდღეობით თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნილია და ამიტომ აუცილებელია წესების დაცვა.

„რამდენიმე ბიზნესია დარჩენილი კიდევ, რომელიც ჯერ არ გახსნილია. დარჩა ერთი, ვატაროთ ნიღაბი, თუ გარეთ და ჰაერზე ვართ, მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია, თუ დისტანციას ვერ ვიცავთ, მაშინ ყველგან უნდა ვიხმაროთ ნიღაბი. დახურულ სივრცეში ნიღაბი ძალიან კარგია მიუხედავად იმისა, ვახერხებთ თუ არა დისტანციის დაცვას. ხელების ჰიგიენა არასდროს არ გვაწყენს, ამას თუ ყველა დაიცვას, კორონა იქნება, მაგრამ არ იქნება იმდენი, რომ შეგვაწუხოს. ბოლო დღეებში დაახლოებით 10-მდე შემთხვევა ფიქსირდება, აქედან ნახევარი დაახლოებით არის ისევ და ისევ იმპორტირებული შემთხვევები, ანუ საკარანტინო ზონებიდან შემთხვევები, მაგრამ სამწუხაროდ შემთხვევებს კიდევ ვპოულობთ როგორც ლილოში, ასევე გაჩიანში. სამწუხაროდ, მოგვიწია, რომ ერთი სოფელი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადაგვეყვანა, რადგან იქ პრობლემები იყო გამოკვლევაზე დათანხმება დამყოლობა. აქედან გამომდინარე, დღევანდელი მონაცემები ასეთია, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან კორონავირუსი ჩვენ გარშემო დადის, თუ არ დავიცავთ წესებს, არავინ ვიცით, სად და როდის იფეთქებს“, – განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე, როდის შეძლებს მუშაობის განახლებას ბიბლიოთეკები და როდის იქნება შესაძლებელი მკითხველთან შეხვედრა, იმნაძემ იმედოვნებს, რომ ეს სფეროც მალე გაიხსნება.

„პრობლემა დგება დახურული სივრცეების, ბიბლიოთეკა არის დახურულ სივრცეში, ვითვალისწინებთ ყველა რისკებს და დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე ეს სფეროც გაიხსნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, წიგნიდან თუ ხდება ვირუსის გადაცემა, იმნაძემ აღნიშნა, რომ ქაღალდიდან გადაცემის გარკვეული რისკი არსებობს.

„სხვადასხვა კვლევებით რამდენიმე საათი რჩება ვირუსი ცოცხალი. ჩვენთან სამწუხაროდ გავრცელებულია წიგნის გადაფურცვლის ჩვევა, ესეც მაღალი რისკის ფაქტორია“, – განაცხადა იმნაძემ.

წყარო: 1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →