—

გიგა ბოკერია - ჩვენი პრობლემა ის არის, რომ რუსეთის იზოლირების პარალელურად არ გვყავს მთავრობა, რომელიც სწორად ისარგებლებს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის

34
გიგა ბოკერია - ჩვენი პრობლემა ის არის, რომ რუსეთის იზოლირების პარალელურად არ გვყავს მთავრობა, რომელიც სწორად ისარგებლებს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ რუსეთის იზოლირების პარალელურად არ გვყავს მთავრობა, რომელიც სწორად ისარგებლებს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც…

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ რუსეთის იზოლირების პარალელურად არ გვყავს მთავრობა, რომელიც სწორად ისარგებლებს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცემული პასპორტის მქონე მოქალაქეები შენგენის ვიზით ვეღარ ისარგებლებენ.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს ლოგიკური და შეიძლება ითქვას, რომ დაგვიანებული გადაწყვეტილებაცაა.

მისი თქმით, შვეიცარია ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირის ქვეყნებს შეუერთდა.

„ზოგადად ეს თავისუფალი სამყაროს დაგვიანებული, თუმცა სწორი რეაქციის ნაწილია ბოროტების იმპერიის, რუსეთის მიმართ. ის უნდა იზოლირდეს მანამ, სანამ ის თავისუფალი სამყაროსთვისა და მისი მეზობლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ამ პროცესში არ გვყავს მთავრობა, რომელიც სწორად ისარგებლებს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, რათა საქართველო იყოს დაცული, გამთლიანებული, ნატოს წევრი და ევროკავშირთან დაახლოებული ქვეყანა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →