—

,,არ ვეთანხმებით და ვგეგმავთ, რომ გავასაჩივროთ" - კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ,,სოკარიც" გაასაჩივრებს

57
,,არ ვეთანხმებით და ვგეგმავთ, რომ გავასაჩივროთ" - კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ,,სოკარიც" გაასაჩივრებს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი უმსხვილესი კომპანია ჯამში 4 მლნ ლარით დააჯარიმა.

,,ბიზნესპრესნიუსს" ერთ-ერთ დაჯარიმებულ კომპანია ,,სოკარ ჯორჯიაში" გაუნცხადეს, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გეგმავენ გაასაჩივრონ.

,,კონკურენციის სააგენტოს დასკვნას არ ვეთანხმებით და ვგეგმავთ, რომ გავასაჩივროთ. მედიიდან გავიგეთ, რომ დასახელებული კომპანიებიდან ზოგიერთი ასევე გეგმავს სარჩელის შეტანას სასამართლოში. იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა ჩვენი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა და სამართლიან შედეგს მივაღწევთ" - განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს" სოკარში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაც“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.

,,ბიზნესპრესნიუსი" ,,გალფსაც" დაუკავშრიდა სადაც განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ სურთ კომენტარის გაკეთება.

ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევის დასრულების შედეგად გაირკვა რომ რომლის დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.

შედეგად სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია გაიცა.

ცნობისთვის, კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →