—

აპრილ-ივნისში საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთიდან გადმოიკვეთა - შსს

25
აპრილ-ივნისში საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთიდან გადმოიკვეთა - შსს
მოსასმენად დააჭირეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 4 918 036-ჯერ გადაიკვეთა. უწყების ცნობით, საზღვრის კვეთის 30% საქართველოს, 70% კი…

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 4 918 036-ჯერ გადაიკვეთა. უწყების ცნობით, საზღვრის კვეთის 30% საქართველოს, 70% კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის.

საზღვრის კვეთა ყველაზე ხშირად სარფის სასაზღვრო პუნქტზე დაფიქსირდა, საიდანაც ქვეყანაში 811 031 პირი შემოვიდა, 795 656 კი გავიდა, მომდევნო ადგილებზე არიან თბილისის აეროპორტი და სასაზღვრო პუნქტი ყაზბეგი.

ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ გადმოიკვეთა, პირველ ადგილს რუსეთი იკავებს - ოკუპანტი ქვეყნიდან მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით შემოსვლა 443 624-ჯერ დაფიქსირდა, გასვლა 427 443-ჯერ. 

ქვეყნების პირველი ექვსეული კვეთების რაოდენობის მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • რუსეთი - შემოსვლა 443 624; გასვლა 427 443;
  • თურქეთი - შემოსვლა 413 127; გასვლა 406 268
  • სომხეთი - შემოსვლა 285 403; გასვლა 284 273
  • ევროკავშირის ქვეყნები - შემოსვლა 119 855; გასვლა 112 477;
  • ისრაელი - შემოსვლა 71 443; გასვლა 69 472;
  • აზერბაიჯანი - 56 700; გასვლა 53 388;
  • უკრაინა - შემოსვლა 51 387; გასვლა 51 253;

2023 წლის მეორე კვარტლში ქვეყანაში შემოვიდა 1 754 992 უცხო ქვეყნის მოქალაქე, გავიდა 1 683 567. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყნიდან 746 734 პირი გავიდა, 732 743 კი შემოვიდა.

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →