—

ივლისში ფულადმა გზავნილებმა 301 მლნ დოლარი შეადგინა - რუსეთიდან გადმორიცხვები 26.6%-ით დაეცა

27
ივლისში ფულადმა გზავნილებმა 301 მლნ დოლარი შეადგინა - რუსეთიდან გადმორიცხვები 26.6%-ით დაეცა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, 2023 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 301.1 მლნ აშშ დოლარი (782 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.6%-ით ნაკლებია 2022 წლის ივლისის ანალოგიურ…

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, 2023 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 301.1 მლნ აშშ დოლარი (782 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.6%-ით ნაკლებია 2022 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

"უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.7% მოდიოდა," - წერს სებ-ი.

მიმდინარე წლის ივლისში ყველაზე მეტი გადმორიცხვა შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:

  • რუსეთის ფედერაცია - 73.8 მლნ აშშ დოლარი, წინა წელთან შედარებით 26.6%-იანი კლება;
  • იტალია - 45.34 მლნ აშშ დოლარი, წინა წელთან შედარებით 26%-იანი ზრდა;
  • აშშ - 40 მლნ აშშ დოლარი, წინა წელთან შედარებით 40%-იანი ზრდა.
  • საბერძნეთი - 21.6 მლნ აშშ დოლარი, წინა წელთან შედარებით 12.9%-იანი ზრდა.
  • გერმანია - 20.5 მლნ აშშ დოლარი, წინა წელთან შედარებით 40.3%-იანი ზრდა.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →