—

რუბლი დოლართან მიმართებით ბოლო 17 თვის მინიმუმზეა

209
რუბლი დოლართან მიმართებით ბოლო 17 თვის მინიმუმზეა
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს გამართული ვაჭრობის შემდეგ რუსული რუბლი დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 100 რუბლს გადააჭარბა. ეს ბოლო 17 თვის მანძილზე დოლართან მიმართებით რუბლის ყველაზე დაბალი ნიშნულია.

როგორც CNN წერს, რუბლის გაუფასურება დასავლეთის სანქციების შედეგია, რომელმაც შეამცირა რუსეთის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი. ომის დაწყებიდან მალევე ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის შემცირების აუცილებლობაზე განაცხადეს. ამას მოჰყვა სანქციები რუსული ნავთობის იმპორტზე, შედეგად მიმდინარე წელს ევროკავშირმა გაზარდა ენერგორესურსების იმპორტი აშშ-დან და ნორვეგიიდან. ამან გავლენა იქონია რუსეთის საექსპორტო შემოსავლებზე. 

წლის დასაწყისიდან რუსული რუბლი აშშ დოლართან მიმართებით 38%-ით გაუფასურდა, ევროსთან მიმართებით კი - 42%-ით.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში ინტერვენციას დოლართან მიმართებით რუბლის მყისიერი გაუფასურება მოჰყვა. კერძოდ, 2022 წლის მარტში ერთი დოლარი 136 რუბლი ღირდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →