—

თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

30
თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს, 10 აგვისტოს, თურქეთის აღმოსავლეთით, მალათიის პროვინციაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი იეშილიურტის რაიონი…

დღეს, 10 აგვისტოს, თურქეთის აღმოსავლეთით, მალათიის პროვინციაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი იეშილიურტის რაიონი იყო.

მიწისძვრა იგრძნობოდა ახლომდებარე პროვინციებში, მათ შორის კაჰრამანმარაში, ადიამანში, შანლიურფასა და გაზიანთეპში. 

თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მალათიის გუბერნატორის თქმით, დაინგრა მიტოვებული შენობა, რომელიც 6 თებერვლის ძლიერი მიწისძვრის დროს დაზიანდა. მისივე ცნობით, პანიკაში ჩავარდნილი ერთ-ერთი ადამიანი აივნიდან გადახტა.

მსხვერპლის, ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, თებერვალში თურქეთში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განადგურდა სახლები, გზები, დაიღუპა მინიმუმ 50 000 ადამიანი და დაშავდა ათასობით. ქვეყანაში მომხდარის გამო საგანგებო მდგომარეობაც იყო გამოცხადებული.

მთავარი არხი

 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →