—

ქუთაისში, 5 დღის გაუჩინარებული ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ფაქტს შვილი მალავდა

62
ქუთაისში, 5 დღის გაუჩინარებული ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ფაქტს შვილი მალავდა
მოსასმენად დააჭირეთ

ქუთაისში 5 დღის განმავლობაში გაუჩინარებული ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მაშველები დაკეტილ ბინაში 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ შევიდნენ და ადგილზე იმდენად მძიმე ვითარება დახვდათ, რომ ცხედრის გადასვენება…

ქუთაისში 5 დღის განმავლობაში  გაუჩინარებული ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მაშველები დაკეტილ ბინაში 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ შევიდნენ და ადგილზე იმდენად მძიმე ვითარება დახვდათ, რომ ცხედრის გადასვენება სპეციალური ეკიპირებითა და ნიღბებით მოუწიათ. სავარაუდოდ ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, თუმცა მასთან ერთად მცხოვრებმა შვილმა, რომელსაც არსებული ინფორმაციით ფსიქიკური პრობლემები აქვს,  ეს ფაქტი დამალა, მეზობლებს კი უთხრა რომ დედა სოფელში იყო წასული. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღე სადარბაზოში მძიმე სუნი იგრძნობოდა.

დედის გაუჩინარება საეჭვო მეორე შვილისთვის გახდა, რომელიც სხვაგან ცხოვრობს. ის ბინაში მივიდა, თუმცა დამ კარი არ გაუღო, ამის შემდეგ კი 112-ს შეატყობინა.

"მოვიდა მისი გოგო, კარები იყო დაკეტილი და მეორე ვინც შიგნით იყო, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, აღარ გაუღო კარი, გამოიძახა ამ დამ მაშველები და პოლიცია. მოვიდნენ და ნახეს ეს ადამიანი საკუჭნაოში შეკუჭული. რა მოხდა არაფერი ვიცი. 5 დღეა არ მინახავს... სოფელშია წასულიო, გუშინ საღამოს ვნახე და ვკითხე" [შვილს] - ამბობს მეზობელი.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა ხარებავას ქუჩაზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულეს. გარდაცვლილი პენსიონერი კი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ექსპერტიზის შედეგად გახდება ცნობილი, რა გახდა ქალის სიკვდილის მიზეზი. 
(მთავარი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →