—

სიახლე მათთვის, ვისაც სურს წასვლა თურქეთში

128
სიახლე მათთვის, ვისაც სურს წასვლა თურქეთში
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომლის სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდეს, ვალდებული იქნება, წარმოადგინოს თურქეთიდან, შესაბამისი დამსაქმებლის მხრიდან გაცემული სამთვიანი ოფიციალური ცნობა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება…

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომლის სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდეს, ვალდებული იქნება, წარმოადგინოს თურქეთიდან, შესაბამისი დამსაქმებლის მხრიდან გაცემული სამთვიანი ოფიციალური ცნობა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს უკან დაბრუნებისას საკარანტინო რეჟიმის გავლა მოუწევთ.

„დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდნენ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აჭარის მცხოვრებლები თურქეთის რესპუბლიკიდან, დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წავსლას. თუმცა ისინი უკან დაბრუნებისას ვალდებული იქნებიან, გაიარონ საკარანტინო რეჟიმი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →