—

პაატა მანჯგალაძე - თუ „ქართული ოცნება“ გაჩუმდება და არაფერს ილაპარაკებს, ქვეყანა დიდი ალბათობით კანდიდატის სტატუსს მიიღებს

20
პაატა მანჯგალაძე - თუ „ქართული ოცნება“ გაჩუმდება და არაფერს ილაპარაკებს, ქვეყანა დიდი ალბათობით კანდიდატის სტატუსს მიიღებს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარი საკითხია, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპულ ასპარეზზე რაც შეიძლება ნაკლებად გამოჩნდეს და ირაკლი კობახიძის ბევრი ლაპარაკის შესაძლებლობა არ მიეცეს - თუკი „ქართული ოცნება“…

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარი საკითხია, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპულ ასპარეზზე რაც შეიძლება ნაკლებად გამოჩნდეს და ირაკლი კობახიძის ბევრი ლაპარაკის შესაძლებლობა არ მიეცეს - თუკი „ქართული ოცნება“ გაჩუმდება და არაფერს ილაპარაკებს, ქვეყანა დიდი ალბათობით კანდიდატის სტატუსს მიიღებს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

მანჯგალაძის თქმით, როცა ამ ისტორიული შანსის დროს ქვეყანა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე უნდა იწყებდეს, „სტატუსი გვაქვს სახვეწარი“.

„რა თქმა უნდა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სჭირდება. ის, რომ ხელისუფლებამ სტატუსის მისაღებად არაფერი გააკეთა, ესეც სახეზეა - ევროკომისარმა თქვა, რომ 12-დან სამი რეკომენდაციაა შესრულებული. ერთი, რის გამოც შეიძლება ქვეყანას სტატუსი მისცენ, არის რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და გაფართოების ინტერესი. ახლა მთავარია ამ გადაწყვეტილებასაც "ქართულმა ოცნებამ" ხელი არ შეუშალოს. ის ვინც რუსულ ნარატივს ავრცელებს, არის ირაკლი ღარიბაშვილი და რაც უფრო ნაკლებად ილაპარაკებს, მით მეტი შანსია სტატუსი მივიღოთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →