—

გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააფუძნეს

135
გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააფუძნეს
მოსასმენად დააჭირეთ

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს შედგება სამი სუბიექტისგან „ახალი საქართველო“, „კანონი და სამართალი“ და სტრატეგია აღმაშენებლის ის…

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს შედგება სამი სუბიექტისგან „ახალი საქართველო“, „კანონი და სამართალი“ და სტრატეგია აღმაშენებლის ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორ გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, გაერთიანების მიზანია, დამარცხდეს უმუშევრობა, სიღარიბე, დაბრუნდნენ ემიგრანტები საქართველოში.

„ამ გაერთიანების შესახებ 30 ივლისს გესაუბრებით, სადაც წარვადგენთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, ახალი თაობის პროფესიონალებს, რომლებიც ჩვენს გუნდს შემოუერთდებიან. არჩევანი მარტივია, აღმშენებლობა, თუ დამსხვრეული ოცნებების პარტია, ეს არის არჩევანი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ წარადგინა გაერთიანების ლოგო და სლოგანი.

„ლოგო, წარწერით „სტრატეგია აღმაშენებელი“ – თეთრი ფერი ეს არის სისუფთავის, სიწმინდის, პატიოსნების სიმბოლო, წითელი ფერი – ეს არის ბრძოლის, გამარჯვების სიმბოლო, ქართული ეროვნული ფერი, რომლითაც უნდა იყოთ ამაყი და ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, ჯვრები ეს არის ისტორიულად საქართველოს სიმბოლო და ქრისტიანული საზოგადოების სიმბოლო. სტრატეგია ის არის, რაც სჭირდება ქვეყნას განვითარებისთვის, აღმშენებლობა ეს არის იდეა, რომელიც დაამარცხებს დამსხვრეული ოცნებების პარტიას“, – განაცხადა ვაშაძემ.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →