—

კახა კალაძე - ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, ვალდებულება გვაქვს, მოვახდინოთ ქვეყნის გაერთიანება - მჯერა, ერთად მოვახერხებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას

51
კახა კალაძე - ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, ვალდებულება გვაქვს, მოვახდინოთ ქვეყნის გაერთიანება - მჯერა, ერთად მოვახერხებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას, - ამის…

ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.

„15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. ომი, რომელმაც დაგვაკარგვინა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია. ომის შედეგად დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს უნდა ვუთხრათ და ბევრი ვესაუბროთ ამ გმირების შესახებ. დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც გვაქვს, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება და მე მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვას, თუ რატომ არის აგვისტოს ომის დაწყების თარიღი დღემდე სადავო? - კალაძე სპეკულაციურს უწოდებს.

„აბსოლუტურად გაუგებარია ეს თქვენი სპეკულაციები. გადახედეთ წარსულს! არ მინდა დღევანდელ დღეს ამ საკითხზე საუბარი, თუმცა ნახეთ, რომ 2013-2014 წლამდე, მაშინდელი ხელისუფლება 8 აგვისტოს გამოდიოდა, რომ პატივი მიეგოთ ჩვენი გმირებისთვის და დავანებოთ თავი ამ სპეკულაციებს”, - განაცხადა კალაძემ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →