—

პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე რეაგირებაზე შეთანხმდნენ

189
პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე რეაგირებაზე შეთანხმდნენ
მოსასმენად დააჭირეთ

პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე რეაგირებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პოლონეთისა და ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში წერია.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ და მისმა ლიეტუველმა კოლეგამ, აგნე ბილოტაიტემ ბელარუსის საზღვართან არსებული ვითარება და ამ კონტექსტში პოლონეთის, ლიეტუვისა და სხვა ბალტიის ქვეყნების კოორდინაცია განიხილეს.

“რეაგირების მექანიზმები შეთანხმდა საფრთხეებზე, რომლებიც ბელარუსის მხრიდან შეიძლება გაჩნდეს და საზღვართან პოტენციალურ მომავალ პროვოკაციებზე. ასევე განვიხილეთ მექანიზმი, რომელსაც ბელარუსთან საზღვრის გადაკვეთის ყველა პუნქტის დახურვის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ, რის შედეგის ლუკაშენკოს რეჟიმის იზოლაცია იქნებოდა”, - წერია კომუნიკეში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →