—

აზერბაიჯანმა გამოაცხადა მზადყოფნა საქართველოსთვის დახმარების გაგზავნისთვის

156
აზერბაიჯანმა გამოაცხადა მზადყოფნა საქართველოსთვის დახმარების გაგზავნისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს რაჭაში, კურორტ შოვთან წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით დაუკავშირდა.

InterPress.ge -ს ინფორმაციით ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოუცხადა ამ მძიმე სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, საქართველოს მეგობარ მთავრობას და ხალხს, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დაკარგულებს მალე იპოვიან.

ჯ.ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და მზადაა გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებისა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიმართულებით.

მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →