—

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა რუსეთის წინააღმდეგ \"შეკვეთილი პროვოკაციების\" წინააღმდეგია - ზახაროვა

31
საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა რუსეთის წინააღმდეგ \"შეკვეთილი პროვოკაციების\" წინააღმდეგია - ზახაროვა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ პროტესტს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს "რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ…

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ პროტესტს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს "რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს", რომლებსაც "რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს".

"ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. ჩვენ ვიღებთ უამრავ მომართვას საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ეს უაზრო პროვოკაცია, რომ მათ, როგორც ქვეყანას, არანაირი კავშირი ამ ადამიანებთან არ აქვთ და ემიჯნებიან"- განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ასეთ ქმედებებს სჩადიან, არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ  დამკვეთებს წარმოადგენენ.

ზახაროვა ამბობს, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი "პირდაპირ ასწავლის საქართველოს მოქალაქეებს როგორ იცხოვრონ".

(მთავარი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →