—

რუსეთმა ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო

21
რუსეთმა ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთმა ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნები სახელწოდებით "ოკეანის ფარი 2023" დაიწყო. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ წვრთნები მიზნად საზღვაო ძალების…

რუსეთმა ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნები სახელწოდებით "ოკეანის ფარი 2023" დაიწყო. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ წვრთნები მიზნად საზღვაო ძალების მზადყოფნის შესამოწმებლად ოპერატიულად მნიშვნელოვან ზონაში "ეროვნული ინტერესების დაცვას" ისახავს.

"2 აგვისტოდან ბალტიის ზღვის წყლებში საზღვაო ძალების მთავარსარდლის, ადმირალ ნიკოლაი ევმენოვის ხელმძღვანელობით, საზღვაო სწავლება - "Океанский щит 2023" იწყება," ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების თქმით, სწავლებაში მონაწილეობას 30-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და კატარღა, 30 საფრენი აპარატი და ექვსი ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. სამხედრო წვრთნის ფარგლებში, ბალტიის ზღვის აკვატორიაში ჩატარდება 200-ზე მეტი საბრძოლო მანევრი, მათ შორის იარაღის პრაქტიკული გამოყენებით.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →