—

მედია - რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში 5 დღეში სამხედრო კომისარიატებში 28-ჯერ გაჩნდა ხანძარი

29
მედია - რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში 5 დღეში სამხედრო კომისარიატებში 28-ჯერ გაჩნდა ხანძარი
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში 5 დღის განმავლობაში სამხედრო კომისარიატებში 28-ჯერ გაჩნდა ხანძარი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “მედუზა” ავრცელებს.

რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში 5 დღის განმავლობაში სამხედრო კომისარიატებში 28-ჯერ გაჩნდა ხანძარი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “მედუზა” ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, 29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში მოქალაქეებმა მინიმუმ 28-ჯერ სცადეს ცეცხლის გაჩენა სამხედრო კომისარიატებისთვის ან თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული სხვა ობიექტებისთვის. 2022 წლის სექტემბერში რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა სამხედრო კომისარიატებზე.

ცეცხლის მოკიდების ყველაზე მეტი შემთხვევა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ყაზანში დაფიქსირდა, ხოლო პოდოლსკში ერთსა და იმავე სამხედრო კომისარიატს ორჯერ წაუკიდეს ცეცხლი.

სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის გაჩენის შემთხვევები, ასევე, დაფიქსირდა სევეროდვინსკში, მოჟაისკში, ომსკში, კოპეისკში, კალუგაში, ულან-უდეში და ა.შ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →