—

,,ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას აჭარბებს\" - ნათია თურნავა

28
,,ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას აჭარბებს\" - ნათია თურნავა
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში 0.6%-მდე შემცირებული…

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში 0.6%-მდე შემცირებული ინფლაციის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ქვეყანა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის რეჟიმის შემსუბუქებაზე გადაერთოს.

სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ის რისკებიც შეაფასა, რამაც შესაძლოა, ინფლაცია გაზარდოს.

„ამ ეტაპზე, ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას აჭარბებს. ამ ტენდენციის გაგრძელებამ შეიძლება წარმოქმნას ხარჯების გაძვირება და საბოლოოდ ეს ფასებზეც აისახება.

ყველა ამ რისკის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს“, - განაცხადა თურნავამ.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →