—

რომეო მიქაუტაძე SOCAR-ის პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა

29
რომეო მიქაუტაძე SOCAR-ის პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ და მუდმივად განვითარებად თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, ენერგეტიკაში.

აღინიშნა, რომ 2022-23 წლებში განხორციელებულმა უმაღლესი დონის ვიზიტებმა ორი ერის სტრატეგიულ პარტნიორობას ახალი ბიძგი მისცა.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები არა მხოლოდ ხელს უწყობს ორივე ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აძლიერებს რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამასთან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ 2022 წელს ბუქარესტში აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა გზას უხსნის თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას.

მხარეები ასევე მიესალმნენ SOCAR-ის წარმატებულ ფუნქციონირებას საქართველოში, განიხილეს ნავთობის, გაზისა და განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის არსებული და სამომავლო შესაძლებლობები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →