—

ლევან ხაბეიშვილი - გზავნილი რუსული ხელისუფლების მიმართ არის, რომ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო - მოქალაქეებს ვაძლევთ პირობას, რომ სააკაშვილთან ერთად ავაშენებთ უდიდეს აეროპორტს სოხუმში

28
ლევან ხაბეიშვილი - გზავნილი რუსული ხელისუფლების მიმართ არის, რომ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო - მოქალაქეებს ვაძლევთ პირობას, რომ სააკაშვილთან ერთად ავაშენებთ უდიდეს აეროპორტს სოხუმში
მოსასმენად დააჭირეთ

მთავარი გზავნილი რუსული ხელისუფლების მიმართ არის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის…

მთავარი გზავნილი რუსული ხელისუფლების მიმართ არის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე „თავისუფლება მიშას“ განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი, ძლიერი, ევროპული, რომ არ გავხდეთ რუსეთის გუბერნია, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება.

ხაბეიშვილი პირობას დებს, რომ სააკაშვილთან ერთად უდიდეს აეროპორტს ააშენებს სოხუმში.

„მე გავაკეთე განცხადება ანაკლიაში, სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება სოხუმში უდიდესი აეროპორტის მთავარი არქიტექტორი. დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოგვეხმაურა და დაადასტურა ცხადია, რომ სოხუმის აეროპორტი, სოხუმის საჰაერო სივრცე არის საქართველო. დიახ, სოხუმი საქართველოა. იმისთვის, რომ საქართველო ერთიანი იყოს, რომ საქართველო ძლიერი იყოს, იმისთვის, რომ საქართველო ევროპული იყოს, იმისთვის, რომ რუსეთის გუბერნია არ გავხდეთ, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. დღეს კანცელარიასთან არის მთავარი გზავნილი რუსული ხელისუფლების მიმართ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო, მსოფლიოში არ მოიძებნება პოლიტიკური ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც პოლიტიკურად არ მიიჩნევს პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეს.

ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, დაწყებული ლაზიკის მშენებლობიდან, რომელიც უპირობოდ უნდა შევუსრულოთ ჩვენს ხალხს, რადგან იქ 30 მილიარდი ლარის ინვესტიციაზეა საუბარი, ეკონომიკაზე, ათიათასობით სამუშაო ადგილზე. გავიმეორებ, დღეს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოგვეხმაურა, რომ სოხუმის საჰაერო სივრცე ცხადია, არის საქართველოს საჰაერო სივრცე. მე და ჩვენ ვაძლევთ პირობას საქართველოს მოქალაქეებს, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ავაშენებთ უდიდეს აეროპორტს სოხუმში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →