—

თურქეთის მრავალპროფილიანი კლინიკის წარმომადგენელი - ჩვენი კლინიკის დაახლოებით 30%-ს საქართველოდან ჩამოსული ონკოლოგიური პაციენტები შეადგენენ, არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრულებიც

119
თურქეთის მრავალპროფილიანი კლინიკის წარმომადგენელი - ჩვენი კლინიკის დაახლოებით 30%-ს საქართველოდან ჩამოსული ონკოლოგიური პაციენტები შეადგენენ, არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრულებიც
მოსასმენად დააჭირეთ

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კლინიკის დაახლოებით, 30%-ს საქართველოდან ჩამოსული ონკოლოგიური პაციენტები შეადგენენ, არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრულებიც, - ამის შესახებ თურქეთის მრავალპროფილიანი კლინიკის ANADOLU…

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კლინიკის დაახლოებით, 30%-ს საქართველოდან ჩამოსული ონკოლოგიური პაციენტები შეადგენენ, არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრულებიც, - ამის შესახებ თურქეთის მრავალპროფილიანი კლინიკის ANADOLU საერთაშორისო დეპარტამენტის მენეჯერმა ლუკა ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთში კლინიკებში საქართველოდან მიმართვიანობა საკმაოდ გაზრდილია.

"საქართველოდან მომართვიანობა თურქეთში ონკოლოგიის თვალსაზრისით და ზოგადად არის ძალიან მაღალი. განსაკუთრებით როგორც მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს და ჩვენი გეოგრაფია, ევროპის მხარე - პედიატრიის ონკოლოგიის მატება სამწუხაროდ, არის ძალიან მაღალი, შესაბამისად მიმართვიანობა საქართველოდანაც არის საკმაოდ გაზრდილი. ამიტომ დაიწყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ფიქრი იმაზე, რომ მაღალი ხარისხის მკურნალობა იყოს ხელმისაწვდომი. დავიწყეთ ამაზე მუშაობა. იყო ხანგრძლივი კონსულტაციები, იყო დიდი მუშაობა და შესწავლა საქართველოში ონკოლოგიის მიმართულებით რა პრობლემებია ზოგადად და გაკეთდა ეს პროექტი, რომელიც აძლევს ყველა ბავშვს საშუალებას, 0-დან 18 წლამდე, მინიმალურ ფასად მიიღოს მკურნალობა.

ჩვენი კლინიკის ძირითადი პროფილი არია ონკოლოგია. მომართვიანობაზე საქართველოდან ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ეს არ იქნებოდა სწორი მხოლოდ ჩვენი კლინიკით, რადგან თურქეთში ძალიან ბევრი სხვა კლინიკაა და შესაბამისად, სხვადასხვა კლინიკაში ჩადიან პაციენტები. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კლინიკის დაახლოებით, 30%-ს საქართველოდან ჩამოსული ონკოლოგიური პაციენტები შეადგენენ, არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრულებიც. რეალურად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლინიკა დაახლოებით, 60 ქვეყნიდან ღებულობს პაციენტებს, 30% ნამდვილად არ არის მცირე სტატისტიკა", - განაცხადა ლუკა ბოლქვაძემ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →