—

კელი დეგნანი - საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან

28
კელი დეგნანი - საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა არ ეთანხმება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას “, მას შემდეგ რაც რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი…

საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა არ ეთანხმება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას “, მას შემდეგ რაც რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლოა სხვა ქვეყნებისთვის,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ქვეყანას ახალი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს.

ელჩმა ხაზგასმის აღნიშნა, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, ვინ იქნება მისი პარტნიორი.

„პირველ რიგში მივულოცავ ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც მონაწილეობდა ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშებში ჩენგდუში. შესანიშნავი სანახავი გახლდათ ქართული დროშა, რომელიც ამ საერთაშორისო შეჯიბრზე იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა არ ეთანხმება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას “, მას შემდეგ რაც რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლოა სხვა ქვეყნებისთვის. ასე რომ, თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა მიიღოს, იმედს ვიტოვებ, რომ ეს კარგ შედეგებამდე მიიყვანს. ჩანდა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს არჩევანია, ვინ იქნებიან მისი პარტნიორები", - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, აშშ რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად, როგორც ეს იყო გასული 30 წლის განმავლობაში და რომ საქართველო-აშშ-ის პარტნიორობას კონკრეტული შედეგები მოაქვს.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →