—

მშენებლობის ნებართვები შემცირდა - საქსტატი

49
მშენებლობის ნებართვები შემცირდა - საქსტატი
მოსასმენად დააჭირეთ

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 059 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტით ნაკლები) 3 996.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების…

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 059 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტით ნაკლები) 3 996.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.4 პროცენტით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნებართვების 73.9 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48 პროცენტი მოდის თბილისზე, 9.3 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 9.2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.4 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 337.1 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3 პროცენტით მეტი) 1 465 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.4 პროცენტით მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.3 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.5 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →