—

საქართველოში პომიდორი გაძვირდა - მიზეზები

108
საქართველოში პომიდორი გაძვირდა - მიზეზები
მოსასმენად დააჭირეთ

უკანასკნელ კვირაში საქართველოში პომიდორი გაძვირდა. EastFruit-ის ფასების მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, 21 ივლისს 1 კილოგრამი პროდუქტის ფასი 2.20 ლარი იყო, მაშინ, როდესაც ერთი კვირით ადრე მისი ღირებულება 1.20 ლარს…

უკანასკნელ კვირაში საქართველოში პომიდორი გაძვირდა. EastFruit-ის ფასების მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, 21 ივლისს 1 კილოგრამი პროდუქტის ფასი 2.20 ლარი იყო, მაშინ, როდესაც ერთი კვირით ადრე მისი ღირებულება 1.20 ლარს შეადგენდა. ფასების ანალოგიური ცვლილება შეინიშნებოდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდშიც, თუმცა წელს ფასები 10%-ით მაღალია.

აღსანიშნავია, რომ ფასების მატება აქამდე, ჩვეულებრივ, ივლისის ბოლოს შეინიშნებოდა. ბოლო ორი წლის დაკვირვებით კი, ამ პროცესმა ერთი კვირით ადრე გადმოიწია. მიზეზი მაღალი მოთხოვნა და სუსტი მიწოდებაა. მოთხოვნა, რა თქმა უნდა, განპირობებულია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინებით და პანდემიის შემდგომი პერიოდით.

ახლა ფასები, მთავარი მწარმოებელი რეგიონის - შიდა ქართლის პომიდვრის მოსავლის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. რეგიონი, როგორც წესი, აწარმოებს საქართველოს წლიური პომიდვრის 30-50%-ს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს აქ 14,4 ათასი ტონა პომიდორი მოიყვანეს, რაც შვიდი წლის განმავლობაში მეორე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ქვეყნის მთლიანმა წარმოებამ 2022 წელს 44,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. ამის მიზეზი ამინდი, გაძვირებული ხარჯები და ფერმერების სხვა კულტურებზე გადასვლა იყო, რომელთა ფასებიც იმ დროს უფრო მაღალი იყო.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →