—

Ირაკლი ზარქუა-ქართულ - ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში კელი დეგნანი უნდა ვცნოთ დამნაშავედ

51
Ირაკლი ზარქუა-ქართულ - ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში კელი დეგნანი უნდა ვცნოთ დამნაშავედ
მოსასმენად დააჭირეთ

ქართულ - ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში კელი დეგნანი უნდა ვცნოთ დამნაშავედ - მან უფრო გააღრმავა პოლარიზაცია მისი არასამართლიანი, არაჯანსაღი ჩარევებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა…

ქართულ - ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში კელი დეგნანი უნდა ვცნოთ დამნაშავედ - მან უფრო გააღრმავა პოლარიზაცია მისი არასამართლიანი, არაჯანსაღი ჩარევებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს "სენატორებიც აშავებდნენ და სააკაშვილზე ზღაპრებს ჰყვებოდნენ."

"ვისურვებდი, საელჩოს წარმომადგენლები, როცა ევროპარლამენტარები ჩემს ქვეყანას ასე ურცხვად უტევდნენ და რომელშიც ფული იყო გადახდილი, გამოსულიყვნენ და დაეგმოთ, ეთქვათ, რომ ეს ასე არ არის, რადგან ჩვენ გვჯერა, გვწამს და იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. სამწუხაროა, ქალბატონი კელი დეგნანის ელჩობის დროს ქართულ - ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში ქალბატონი კელი უნდა ვცნოთ დამნაშავედ, მან ვერ გაართვა თავი სამწუხაროდ, პირიქით, მან შეძლო, მოახერხა და პოლარიზაცია უფრო გააღრმავა ქართულ საზოგადოებაში მისი არასამართლიანი, არაჯანსაღი ჩარევებით თუ განცხადებებით. ეს პირდაპირ უნდა ითქვას! მაშინ, როცა მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ სააკაშვილის ოჯახი მილიონებს იხდიდა, რომ ევროპარლამენტარებს ჩვენი ქვეყანა გაეშავებინათ, კითხვა ელჩს რომ დაუსვეს ამაზე, არ ვიცი, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობო, ეს არ არის სწორი, ადეკვატური მიდგომა. პირიქით, ის უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, ქართული დემოკრატიის რეფორმების შედეგების, მიღწევების დამცველი. სენატორებიც, მათ შორის, ჩვენს ქვეყანას აშავებდნენ და სააკაშვილზე რაღაც ზღაპრებს გვიყვებოდნენ, "- განაცხადა ზარქუამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →