—

რეგულაციის შედეგი - ფქვილის იმპორტი შემცირდა, ხორბლის კი, გაიზარდა

40
რეგულაციის შედეგი - ფქვილის იმპორტი შემცირდა, ხორბლის კი, გაიზარდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდა. ნორმა 12 ივნისიდან ამოქმედდა და ძალაში 5 თვე იქნება.

შედეგად, უკვე გაიზარდა ხორბლის იმპორტი და შემცირდა ფქვილის შემოტანა. სწორედ ეს იყო სამინისტროს მიერ რეგულაციის დაწესების საფუძველი. ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები და წისქვილკომბინატების წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ ნორმების ამოქმედებას, რაც მათი თქმით, ფქვილის იმპორტს ისეთ ჩარჩოს შეუქმნიდა, რომ კონკურენციის თანაბარი პირობები ყოფილიყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველომ ივნისში 2.5 მლნ აშშ დოლარის 9 887 ტონა ხორბალი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ თვეში კი, 2.1 მლნ აშშ დოლარის 5 671 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება ფქვილს, რომელზეც ამრეკლი გადასახადი გასულ თვეში დაწესდა, იმპორტი შემცირებულია. ივნისში საქართველომ 3.5 მლნ აშშ დოლარის 13 953 ტონა ფქვილი იყიდა, 2022 წლის ივნისში კი, 6.5 მლნ აშშ დოლარის 15 076 ტონა ხორბალი.

მთავარი იმპორტიორი ორივე პროდუქტის შემთხვევაში ისევ რუსეთია.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →