—

მამუკა მდინარაძე: აგენტებს, რომლებიც სხვების დავალებებს ასრულებენ, ეს ქვეყანა არ უნდა დავუთმოთ

21
მამუკა მდინარაძე: აგენტებს, რომლებიც სხვების დავალებებს ასრულებენ, ეს ქვეყანა არ უნდა დავუთმოთ
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ ქვეყანაში აგენტები, რამდენ კლასტერადაც არ უნდა დაიყონ, რამდენჯერაც არ უნდა დაბრუნდნენ უკან თუ გადავიდნენ სხვაგან, ვერ გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან…

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ ქვეყანაში აგენტები, რამდენ კლასტერადაც არ უნდა დაიყონ, რამდენჯერაც არ უნდა დაბრუნდნენ უკან თუ გადავიდნენ სხვაგან, ვერ გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციაში მხოლოდ მაშინ გადავა, როდესაც საზოგადოება დაინახავს ძალას, რომელიც ქართველი ხალხის კარნახით იმოქმედებს.

„ამ ქვეყანაში ჩვენ ხელისუფლებას დავუთმობთ - სულ რომ ხვალ იყოს ან რამდენიმე წლის შემდეგ, მხოლოდ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან აგენტები, რომლებიც ამ ქვეყანაზე ზრუნავენ. შეიძლება ჰქონდეთ რაღაც მინუსები, რაღაც პლუსები, მაგრამ უნდა იყვნენ ამ ქვეყნის პატრიოტები. აგენტებს, რომლებიც სხვების დავალებებს ასრულებენ, ეს ქვეყანა არ უნდა დავუთმოთ. ამაზე უნდა შევთანხმდეთ, სრული კონსენსუსი უნდა იყოს, რომ რეალური ევროპული მომავალი, რეალური პატრიოტიზმი, სიმართლე უნდა იყოს გამარჯვებული ყველა არჩევნებში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავალთ ოპოზიციაში, როდესაც ქართული საზოგადოება დაინახავს, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ სხვისი კარნახით კი არა, ქართველი ხალხის კარნახით და ქართული, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ქვეყნის რეალური ევროპულობის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მდინარაძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →