—

საქართველოში ფრენები რუსებისთვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ისრაელზე მატად პოპულარულია

60
საქართველოში ფრენები რუსებისთვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ისრაელზე მატად პოპულარულია
მოსასმენად დააჭირეთ

რუსებს შორის წელს საქართველოში ფრენები არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ისრაელზე მატად პოპულარულია. თუმცა, პირდაპირი რეისების მიუხედავად, მგზავრთა 40% საქართველოში ხშირად ტრანსფერით მიფრინავს. ამის შესახებ „რია…

რუსებს შორის წელს საქართველოში ფრენები არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ისრაელზე მატად პოპულარულია. თუმცა, პირდაპირი რეისების მიუხედავად, მგზავრთა 40% საქართველოში ხშირად ტრანსფერით მიფრინავს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ავიაბილეთების დაჯავშნის სერვის Aviasales-ში განუცხადეს.

სერვისის შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს, ტუნისისა და მაროკოს მიმართულებით პირდაპირი ფენების აღდგენის შემდეგ მოთხოვნა ამ რეისებზე მეტად გაიზარდა. თუმცა, როგორც Aviasales-ში აცხადებენ, საქართველო რუსებისთვის მანამდეც პოპულარული მიმართულება იყო, ხოლო პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის მოხსნის შემდეგ ქვეყანამ ხუთეულში პოზიცია გაიმყარა და მეხუთედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

Aviasales-ის ცნობით, წლევანდელ ზაფხულს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიაბილეთების საშუალო ფასი 26,8 ათასი რუბლი, ანუ 297 დოლარია.

ცნობისთვის: რუსეთის ტრანსპორტის მინისტრ ვიტალი საველიევის განცხადებით, 19 მაისიდან, პირდაპირი ფრენების გახსნის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის კვირაში 33 რეისი სრულდება. ამჟამად პირდაპირ რეისებს 24 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სულ 17 რუსული ავიკომპანია ასრულებს. გადამზიდავები მთლიანობაში 1166 თვითმფრინავს იყენებენ, რომელთაგან 90-ზე მეტი შორმაგისტრალურია.

ამასთან, ვნუ­კო­ვო­ს აეროპორტისა და ავიაკომპანია Azimuth-ის თა­ნამ­ფლო­ბელ­ი, ვი­ტა­ლი ვან­ცევ­ი ა­ცხა­დებს, რომ თბი­ლის­ში, უკრაინის მიერ სანქცირებულ Georgian Airways-თან პარტნიორობით, „რუ­სი მგზავრებისთვის ახა­ლი სატ­რან­ზი­ტო ჰაბი შეიქ­მნე­ბა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ევ­რო­პა­ში ფრე­ნა გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.“ კერძოდ, ვანცევის თქმით, რეისები შესრულდება პა­რიზ­ში, ნი­ცა­ში და რომ­ში, სა­დაც პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბი რუსებისთვის ამჟამად და­კე­ტი­ლია. ამის შედეგად, ვანცევის შეფასებით, „სტამ­ბო­ლის, ერევ­ნი­სა და ბა­ქოს შემ­დეგ რუ­სე­ბი თბი­ლის­ში მე­ო­თხე კარგ სატ­რან­ზი­ტო ჰაბს მიიღებენ.“

რუსებისთვის სატ­რან­ზი­ტო ჰაბის მნიშვნელობას, თუმცა ამჯერად მაროკოსთან დაკავშირებით, Aviasales-ის ანალიტიკოსებიც ხაზგასმით შენიშნავენ. კერძოდ, ისინი წერენ, რომ „პირდაპირი ფრენების დაწყების შემდეგ მაროკო სამხრეთ ევროპაში რუსების ფრენებისთვის მოსახერხებელი ჰაბი გახდა.“

„ბევრმა მგზავრმა არ იცის, რომ კასაბლანკადან პირდაპირი ფრენები ხელმისაწვდომია ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში,“ - აცხადებენ Aviasales-ში.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →