—

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი - მიხარია, რომ საქართველო 12 ვალდებულებას ასრულებს

42
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი - მიხარია, რომ საქართველო 12 ვალდებულებას ასრულებს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს, - ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან…

საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს, - ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შეასრულებს. ამასთან, დაინახავენ ინსტიტუციურ პროგრესსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლას.

"დღეს საუბარი გვქონდა ხორვატიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. ჩვენ შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, იმ ამბიციებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. ასევე, ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის აგრესიასა და საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას. ხორვატია და საქართველო მოსახლეობის გეოგრაფიის ნიშნით, ძალიან მსგავსია. საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს. როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს, ევროპულ საბჭოში გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ამ გზაზე შედგებიან. მოლდოვა და უკრაინა კანდიდატის სტატუსის მქონეები არიან, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და 12 ვალდებულება განესაზღვრა. ეს ევროკომისიის დასკვნაშია გაწერილი. მიხარია, რომ საქართველო ამ ვალდებულებებს ასრულებს. იმედი მაქვს, განვიხილავთ ამ საკითხს სამივე ქვეყანასთან მიმართებით, საქართველოსთან მიმართებაში ვნახავთ პროგრესს ინსტიტუციურად და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლა გვექნება“, - აღნიშნა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →