—

პაატა მანჯგალაძე - ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას ვუპასუხეთ

22
პაატა მანჯგალაძე - ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას ვუპასუხეთ
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას ვუპასუხეთ - საზოგადოების დაკვეთა ერთიანობა იყო და ნაბიჯი სწორედ ერთიანობისთვის გადავდგით, - ასე უპასუხა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ნაციონალური მოძრაობის" თაობაზე…

ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას ვუპასუხეთ - საზოგადოების დაკვეთა ერთიანობა იყო და ნაბიჯი სწორედ ერთიანობისთვის გადავდგით, - ასე უპასუხა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ნაციონალური მოძრაობის" თაობაზე დასმულ კითხვას.

მანჯგალაძის თქმით, გადაწყვეტილებების მიღება კონსენსუსით, შეთანხმებით მოხდება და არანაირი წინააღმდეგობა ამ გზაზე არ არსებობს.

"ჩვენ კოალიცია გვჭირდება არა პარტიებს შორის, არამედ გვჭირდება კოალიცია მოქალაქეებთან, ხალხთან - მოქმედების ფაზა იქნება კოალიცია ხალხთან. ყოველ დღე დაკავებული იმით ვიქნებით, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ქალაქსა თუ სოფელში გამარჯვების ამ ახალ მოძრაობას შემოუერთდეს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს. როგორც პარტიების ლიდერებმა, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ისინი ბრძოლას საერთო სტრატეგიით გააგრძელებენ.

მათივე თქმით, პროდასავლური პარტიების ფლანგზე ქმნიან "გამარჯვების პლატფორმას" და მისი კარი ღიაა ყველასთვის.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →