—

გიორგი გახარია - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას არაფერი ემუქრება

77
გიორგი გახარია - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას არაფერი ემუქრება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ძმობას არაფერი ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ძმობას არაფერი ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც სომხეთში ტექნიკის შეტანა საქართველოს გავლით მოხდა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს არის მედიით გავრცელებული რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაცია, ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაში, როდესაც ეს იქნება ორ ქვეყანას შორის მსჯელობის საგანი.

„პოლიტიკური პრობლემა საქართველოს არ ექნება, რადგან ჩვენ მოვალეობებს ვასრულებთ სრულად, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ჯერ ეს ერთიც, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული, რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაცია. ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საგანი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, უფრო მეტს გეტყვით, ძმობასაც, არაფერი ემუქრება. შეუძლებელია, ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს. ეს ერთი, მეორე, ახლა თქვენ რომ მეუბნებით ფოტოზე, ნანახი გაქვთ, ეს ფოტო? ეს არის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა, ყველაფრის გარეშე და რა შეიარაღება, დავასრულოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, როდესაც რაღაც ინტერნეტ გამოცემის გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კითხვას მისვამთ, კონტექსტურად ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის, მოძმე ქვეყნებს შორის ურთიერთობების კონტექსტში, არასწორია. ესეც არის რისკი“, – განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, ინფორმაცია, აზერბაიჯანული სამთავრობო მედიით გავრცელდა და სწორედ ამან გააჩნია კითხვები, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არებობს.

„რას ნიშნავს სამთავრობო მედია. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, ეჭვი გეპარებათ?! მოდით ასე შევთანხმდეთ, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ძმობას არაფერი ემუქრება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →