—

მიხეილ სააკაშვილი - როდესაც დასავლეთი გავაფრთხილე ვლადიმერ პუტინის შესახებ, უგულებელმყვეს, როგორც არასტაბილური, გამწარებული გიჟი

54
მიხეილ სააკაშვილი - როდესაც დასავლეთი გავაფრთხილე ვლადიმერ პუტინის შესახებ, უგულებელმყვეს, როგორც არასტაბილური, გამწარებული გიჟი
მოსასმენად დააჭირეთ

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა თითქმის ორი ათეული წლის წინ გამოაცხადა, მაგრამ გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ დასავლეთმა უგულებელყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი…

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა თითქმის ორი ათეული წლის წინ გამოაცხადა, მაგრამ გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ დასავლეთმა უგულებელყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის The Times-ისთვის მიწერილ წერილში წერს, რომელიც, გამოცემის ცნობით, საავადმყოფოდან, სადაც სააკაშვილი იმყოფება, მალულად გამოიტანეს.

სააკაშვილი წერილში წერს, რომ პუტინი არ მალავდა ტერიტორიის მიტაცების გეგმებს, როდესაც ისინი 2004 წელს კრემლში შეხვდნენ ერთმანეთს.

”ყველაფერი, რასაც ის ახლა აკეთებს, მეტ-ნაკლებად გარკვევით მითხრა ჩვენს პირველ შეხვედრაზე“, - წერს სააკაშვილი.

მისი თქმით, 2004 წელს კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ ბერლინში გაემგზავრა ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით თავისი შეშფოთების გამოსახატავად, მაგრამ გერმანიის კანცლერმა, გერჰარდ შროდერმა გულგრილობა გამოიჩინა.

„გასაკვირი არ იყო, რომ მან მაშინვე გამკიცხა პუტინთან“, - წერს სააკაშვილი.

მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგაც აგრძელებდა პუტინის შესახებ გაფრთხილებების გაცემას, მაგრამ რეგულარულად აიგნორებდნენ მას.

„როდესაც დასავლეთი გავაფრთხილე პუტინის შესახებ, უგულებელმყვეს, როგორც არასტაბილური, გამწარებული გიჟი“,- წერს ის.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →