—

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსულმა მხარემ არ უზრუნველყო სამმხრივი განცხადებების სრული შესრულება

72
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსულმა მხარემ არ უზრუნველყო სამმხრივი განცხადებების სრული შესრულება
მოსასმენად დააჭირეთ

„სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის, ამავდროულად ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების კონტექსტში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა…

„სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის, ამავდროულად ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების კონტექსტში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები მიუღებელია”, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნა, რომ 44-დღიანი სამამულო ომის შემდეგ აზერბაიჯანი არის მხარე, რომელმაც წამოაყენა სომხეთთან ურთიერთობის დამყარების ხუთი ძირითადი პრინციპი, სამშვიდობო ხელშეკრულების წინადადება, ასევე საზღვრის დელიმიტაციის ინიციატივა და არის ყველაფრის ავტორი ამ მიმართულებით:

„ამჟამად აზერბაიჯანული მხარე დგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს სამშვიდობო შეთანხმების წინსვლის მიმართულებით. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ერთგულებას იჩენდა აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის გაფორმებული სამმხრივი განცხადებების მიმართ.

აღნიშნულ სამმხრივ განცხადების ხელმოწერის პირველი დღიდან სომხურმა მხარემ არ შეასრულა განცხადების ბევრი დებულება, ხოლო რუსულმა მხარემ არ უზრუნველყო განცხადების სრული შესრულება”.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →